“საქართველოს დაცვის აქტი” უზრუნველყოფს ქვეყნის ინტერესების დაცვას და შეზღუდავს რუსულ შემოსევას საქართველოში” – “ლელოს” პარლამენტში 9-პუნქტიანი გეგმა შეაქვს

“ლელოს” პარლამენტში განსახილველად “საქართველოს დაცვის აქტი”, 9-პუნქტიანი გეგმა შეაქვს, რომელიც რუსების შემოსვლას საქართველოში ზღუდავს და საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.
როგორც “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დროა დასრულდეს ქვეყანაში რუსული ინტერესების გატარება და მოვიდეს ეროვნული ხელისუფლება.
“ლელოში” ჩვენ გვჯერა, რომ დროა მოვიდეს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი პრიორიტეტი იქნება საქართველოს და მისი ხალხის მსახურება. დღეს “ლელო” აცხადებს ცხრაპუნქტიან გეგმას, რათა წამოიწყოს ჩვენი ქვეყნის უკან დაბრუნების პროცესი – საქართველოში რუსეთისა და რუსების გავლენის დასრულების მიზნით, იმისათვის, რომ საქართველოს ხალხის ხმა და საჭიროებები იქნას გაგონილი.
ხვალ “ლელოს” საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტში განსახილველად შეიტანს “საქართველოს დაცვის აქტს”, ცხრაპუნქტიან გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების დაცვას და შეზღუდავს რუსულ შემოსევას საქართველოში,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ