საქართველოს „დანკინი“ ევროპაში #1 ფრანჩაიზერად აღიარეს

საქართველოს „დანკინი“ (Dunkin’) ევროპაში ფრანჩაიზერებს შორის გამოარჩიეს და „დანკინის“ მფლობელი ამერიკული კორპორაციის, „Inspire Brands“-ის უმაღლესი ჯილდო, წლის საუკეთესო ფრანჩაიზერის წოდება მიანიჭეს.
კონფერენციაზე, რომელიც დუბაიში გაიმართა, პრესტიჟული ჯილდო Dunkin’ საქართველოს გაყიდვების რეკორდული, ორნიშნა ზრდის, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების განვითარების, საოპერაციოო პროცესების გამორჩეული მართვის, ინოვაციური მარკეტინგული კომუნიკაციებისა და Dunkin’-ის პირველი Drive Thru რესტორნის გახსნისთვის ერგო.
2014 წელს „ვისოლ ჯგუფსა“ და Dunkin’-ს შორის ექსკლუზიური ფრანჩაიზინგის შეთანხმების გაფორმებიდან დღემდე, ლეგენდარული ამერიკული ბრენდი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სარესტორნო ქსელად იქცა. ყოველდღიურად, Dunkin’-ის ერთგული მომხმარებლები საქართველოში 25 000-ზე მეტ ფინჯან ყავას მიირთმევენ, რაც ბრენდს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ყავისა და ყავის პროდუქტების მომწოდებელ საცალო ქსელად აქცევს.
დღეს Dunkin’-ი 75 რესტორანს აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით. რესტორნები 100-ზე მეტი დასახელების, საქართველოში დამზადებული, ყოველდღიურად ახალი პროდუქციით, თბილისში არსებული ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური საწარმოს მეშვეობით მარაგდება. საწარმო აღჭურვილია გერმანული, ფრანგული და იტალიური უმაღლესი ხარისხის დანადგარებით.
“დანკინმა” საქართველოში სრულად მოახდინა წარმოების ლოკალიზება და შექმნა გემო, რომელიც Dunkin’-ს კონკურენტებისგან მყისიერად გამოარჩევს.
„ევროპაში #1 ფრანჩაიზერად აღიარება, უდაოდ ძალიან დიდი წარმატებაა არა მხოლოდ საქართველოს Dunkin’-ისთვის, არამედ მთლიანად „ვისოლ ჯგუფისა“ და ქვეყნისთვის. დანკინს მართლაც რომ საუკეთესო ყავა აქვს საქართველოში, რაც ჩვენთვის საამაყოა და ამ ხარისხობრივ პარამეტრებს ჩვენ ყოველთვის უკომპრომისოდ დავიცავთ და ძალიან გავუფრთხილდებით.
ლეგენდარული ამერიკული ბრენდების – Wendy’s®️, Dunkin’ და SUBWAY®️-ს ქვეშ ჩვენ უკვე 130 რესტორანს ვაერთიანებთ, რაც „ვისოლ ჯგუფს“ საქართველოს სარესტორნო ინდუსტრიაში ყველაზე მსხვილ მოთამაშედ აქცევს. ჩვენს მიერ განვლილი გზა და მიღებული შედეგი ადასტურებს, რომ საქართველო მზადაა მომხმარებელს შესთავაზოს მსოფლიო დონის, უმაღლესი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება, მუდმივად დანერგოს ინოვაციები და კონკურენცია გაუწიოს მართლაც რომ ნებისმიერ ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ განსაკუთრებით გვეამაყება, რომ საქართველოს Dunkin’-ი ევროპის N:1 ფრანჩაიზერად აღიარეს“, – აცხადებს სოსო ფხაკაძე, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი.
როგორც გივი გვეტაძე, Dunkin’, Wendy’s®️, და SUBWAY®️-ს აღმასრულებელი დირექტორი, აღნიშნავს: „ეს აღიარება არის როგორც საქართველოს Dunkin’-ის გუნდის, ასევე ჩვენი ერთგული მომხმარებლების დამსახურება, რომლებიც პირველი დღიდან გვენდობიან და მუდმივად ცვლილებებისა და განვითარებისკენ გვიბიძგებენ. ჩვენი ძლიერი გუნდი ყოველდღიურად დაუღალავად იბრძვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისა და სერვისების შექმნისა და ინოვაციების დანერგვისათვის.
დღეს Dunkin’, Wendy’s®️, და SUBWAY®️-ს ერთიანი მობილური აპლიკაცია წინასწარი შეკვეთის, პერსონალური, გენერირებული სპეციალური შეთავაზებებისა და მომსახურების სწრაფად მიღების ყველაზე კომფორტული საშუალებაა. თვითმომსახურების კიოსკები მთელს ქსელში კი რიგების თავიდან არიდების, უკონტაქო გადახდისა და სასურველი მენიუს შეძენის ძალიან ეფექტური და მოსახერხებელი ფორმაა. ევროპაში #1 ფრანჩაიზერის ტიტული განსაკუთრებულად საამაყოა და დიდი სტიმულია მთელი გუნდისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ სწორი და პროფესიული განვითარების გზას, რათა ყავის მოყვარულებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბრენდთან ურთიერთობის უნიკალური და დასამახსოვრებელი გამოცდილება შევთავაზოთ.“
ამერიკული Dunkin’-ი, 1950 წლიდან, ყავისა და ყავის პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია მსოფლიოში. იგი გლობალურ ბაზარზე, 14,000-ზე მეტი რესტორნით, მსხვილი ამერიკული კორპორაცია “Inspire Brands” ოჯახის წევრია. “Inspire Brands”-ის პორტფოლიოში შედის 32,000-ზე მეტი რესტორანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ბრენდებია: Arby’s, Dunkin’, Baskin-Robbins, Buffalo Wild Wings, Jimmy John’s, Rusty Taco და SONIC.

ასევე დაგაინტერესებთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს