საქართველოს დააბრალეს ყველაფერი რის დაბრალებაც მოაფიქრდა ყველა დამსწრეს, სალომედან დაწყებული ლორა თორტონით დამთავრებული, რა თქმა უნდა, არცერთი კონკრეტული ფაქტი მაგიდაზე არ დაუდიათ, მთავარი ხომ აღქმებია!

საქართველოს დააბრალეს ყველაფერი რის დაბრალებაც მოაფიქრდა ყველა დამსწრეს, სალომედან დაწყებული ლორა თორტონით დამთავრებული, რა თქმა უნდა, არცერთი კონკრეტული ფაქტი მაგიდაზე არ დაუდიათ, მთავარი ხომ აღქმებია!
გუშინწინ “Hudson Institute -ში საქართველოს “დაუძინებელი მეგობრების” გამოსვლები წაიკითხეთ? მძიმე წასაკითხია, მაგრამ გირჩევთ წაიკითხოთ და კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ როგორ შეიძლება რეალობაში გარდაისახოს ცნობილი იგავი მგელსა და კრავზე, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ღონისძიებაზე დამსწრეებმა, მათ შორის, ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და “მაკკეინის ინსტიტუტის” გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა საქართველოს და მის მოსახლეობას დააბრალეს ყველაფერი, რისი დაბრალებაც შეიძლებოდა, თუმცა, მათი ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი კონკრეტული ფაქტი მათ არ წარმოუდგენიათ. “გუშინწინ “Hudson Institute -ში საქართველოს “დაუძინებელი მეგობრების” გამოსვლები წაიკითხეთ?
მძიმე წასაკითხია, მაგრამ გირჩევთ წაიკითხოთ და კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ როგორ შეიძლება რეალობაში გარდაისახოს ცნობილი იგავი მგელსა და კრავზე. საქართველოს და მის ხელისუფლებას დააბრალეს ყველაფერი რის დაბრალებაც მოაფიქრდა ყველა დამსწრეს სალომედან დაწყებული ლორა თორტონით დამთავრებული.
თურმე ქ/ოცნებას ირანმა და აზერბაიჯანმა მოაგებინეს და 1,2 მლნ ქართველი ამომრჩეველი არაფერ შუაშია. რა თქმა უნდა, არცერთი კონკრეტული ფაქტი მაგიდაზე არ დაუდიათ. მთავარი ხომ აღქმებია და არა ფაქტები! სხვათა შორის, კოლექტიურმა დასავლეთმა სწორედ აღქმების საფუძველზე გაყო თავი ბევრ ცუდ საქმეში, და მგონი საქართველოშიც იგივე ეჯღანებათ,” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში