“საქართველოს გზა ევროკავშირისკენ” – უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შეხვედრაზე ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

“საქართველოს გზა ევროკავშირისკენ” – საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების გუშინდელი შეხვედრა გვიანობამდე გაგრძელდა.
მმართველმა გუნდმა შეკრებილებს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, ასევე 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები გააცნო. მოისმინეს ალტერნატიული წინადადებებიც.
დისკუსია შეეხო სასამართლოს სისტემის რეფორმასა და საარჩევნო პროცესს, ასევე დეპოლარიზაციას. პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის რიგით მესამე ერთობლივი კონფერენცია პირველი იყო ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ.
ავტორი: მაკა გოგებაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ხოლო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერსა თუ სერჟანტს ცხოვრებისა და საქმიანობის საუკეთესო პირობები და სათანადო დაფასება ჰქონდეს