საქართველოს გენერალურ პროკურორს დღეს აირჩევენ

ვინ გახდება საქართველოს გენერალური პროკურორი – საბოლოო გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. გასაუბრებების დასრულების შემდეგ, საპროკურორო საბჭოს მიერ სამი კანდიდატი დასახელდა. დღეს კი ვიქტორ ახალბედაშვილს, დარეჯან ბუცხრიკიძესა და გიორგი გაბიტაშვილს შორის, საპროკურორო საბჭო ერთი მათგანის კანდიდატურას შეარჩევს.
სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული, სადაც სამივე კანდიდატს ცალ-ცალკე და ფარულად ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.
გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ-გვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა. საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის შემდეგ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ