საქართველოს გენერალური პროკურორობა 11 ადამიანს სურს

კანდიდატები არიან:
· გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი. მისი კანდიდატურა წარადგინეს აკადემიური წრის წარმომადგენლებმა. როგორც საპროკურორო საბჭოს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, მას მხარს უჭერს 463 პროკურორი და გამომძიებელი;
· იურისტი და ადვოკატი ლალი ბუნტური მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება “საქართველომ” წარმოადგინა;
· იურისტი და ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე წარადგინა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ: „სამართლის კავშირი“, „სიმართლის რწმენა“, „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“, „მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“, „ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „თანადგომა ხელმოკლე და მოწყვლადი ფენებისათვის“;
· იურისტმა და ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა;
· იურისტი და ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წარადგინეს;
· იურისტმა და ადვოკატმა ანდრონიკ სარიბეკოვმა საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა;
· იურისტი და ადვოკატი დავით ბარბაქაძე წარადგინა ორგანიზაციამ „მეგობრობის ხიდი – ქართლოსი“;
· იურისტმა და ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა;
· იურისტი და ადვოკატი ლაზარე ჯორბენაძე მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – პარტია „საქართველომ“ წარმოადგინა;
· იურისტმა და ადვოკატმა პაატა შავაძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა;
· იურისტი და ადვოკატი ვიქტორ ახალბედაშვილი ა.ი.პ. „უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარმოადგინა.
საქართველოს გენერალური პროკურორმა 23 მაისს თანამდებობა დატოვას საკუთარი სურვილით, ჯანმრთელობის მიზეზის გამო. სწორედ ამის გამო აუცილებელი გახდა ახალი გენერალურ პროკურორის შერჩევა – ეს უფლებამოსილება საპროკურორო საბჭოს აქვს.
კანდიდატურების წარდგენის ვადა 27 ივნისს ამოიწურა. საბჭო კანდიდატებიდან სულ მცირე სამ მათგანს შეარჩევს და პარლამენტს გაუგზავნის დასამტკიცებლად. გენერალური პროკურორი 6 წლის ვადით აირჩევა.