საქართველოს გაფართოების საკითხებში ევროკომისიის გენდირექტორი ეწვევა

1-2 მაისს საქართველოს ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ხერტ იან კოოპმანი ეწვევა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ხერტ იან კოოპმანი ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე. ის შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ სთან, მთავრობის წევრებთან, მათ შორის, ვიცე–პრემიერ ლევან დავითაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთნ. ის, ასევე, შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პარტნიორებს საინვესტიციო საკითხებში.
კოოპმანი გახსნის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას საქართველოს საირიგაციო ქსელის რეაბილიტაციაში, ასევე ინვესტირების ხელშეწყობას განახლებადი ენერგოგენერაციის პოტენციალი გაზრდაში და სესხების ეროვნული ვალუტაში წახალისებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
საქართველოში ვიზიტი ნაწილია სამხრეთ კავკასიური ტურნეს, რომელსაც ევროკომისიის გენერალური დირექტორის 30 აპრილიდან 4 მაისამდე მართავს.

ასევე დაგაინტერესებთ