საქართველოს გარეშე რუკა არასრულია – Carnegie Europe მარტა კოსის სატრანსპორტო კავშირის ფორმატზე

ევროპა სამხრეთ კავკასიის კავშირის რბოლაში ჩამორჩება, – ამ სათაურით Carnegie Europe ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.
სტატიის თანახმად, -ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე „ტრამპის მარშრუტი“ მიანიშნებს იმ ამბიციებზე, რაც -ს აქვს ამ რეგიონთან მიმართებით, ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპაში სტრატეგიული ხედვა არ არსებობს.
„სამწუხაროდ, ევროპამ, რომელსაც რეგიონში გაცილებით მეტი ფინანსური რესურსები აქვს, ვერ შეძლო ტრამპის მარშრუტის საკუთარი ვერსიის შემუშავება. ევროპა კვლავ ჩამორჩება“, – წერს ავტორი.
ავტორის აზრით, ტრამპის მარშრუტი ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე რკინიგზის კავშირია. ამიტომ ევროპას შეუძლია, შექმნას „სამხრეთ კავკასიის სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ფონდი“ საბაჟო ტერმინალების, სკანერების, ლოგისტიკური ჰაბებისა და ციფრული სასაზღვრო სისტემების დასაფინანსებლად.
„უფრო ფართო სტრატეგიული რეგიონული მიდგომა ევროკავშირისთვის საქართველოსთან ურთიერთობის განახლების საშუალებაა. 2025 წლის ბოლოს გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა შესთავაზა ოთხმხრივი სატრანსპორტო კავშირის ფორმატი, რომელიც მოიცავს ევროკავშირს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს. ეს გონივრული ინიციატივაა, მაგრამ საქართველოს გარეშე რეგიონის კავშირის რუკა არასრულია“, – წერია სტატიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…