„საქართველოს განვითარების ფონდი“ (ყოფილი „საპარტნიორო ფონდი“) თბილისის ზღვაზე 1,275,915 კვ.მ-ის უძრავ ქონებას ყიდის, ინფორმაციას ორგანიზაცია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
მიწის ნაკვეთი რამდენიმე საკადასტრო ერთეულს აერთიანებს და მის ნაწილს სატყეო, ჰიდროლოგიური და ლანდშაფტ-რეკრეაციული სტატუსი, ხოლო ნაწილს კი საცხოვრებელი ზონის სტატუსი აქვს.
როგორც საქართველოს განვითარების ფონდის მიერ არის აღნიშნული, უძრავი ქონება საცხოვრებელი კომპლექსის განსავითარებლად არის განსაზღვრული.
