შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენის ქუბრიანთკარის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
მათი ცნობით, 3 ივლისს 10:00 დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის შეუწყდებათ ქუბრიაანთკარის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს, კერძოდ ქალაქ დუშეთსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს შეეზღუდებათ.
„აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 3 ივლისს 10:00 დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება ქუბრიაანთკარის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს, კერძოდ ქალაქ დუშეთსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლების: ქვემო არანისი, ქუბრიაანთკარი, ყარსიმაანთკარი, ყვავილი, ჩანადირები, ჩინთი, ჩირდილელიანთკარი, ჩუბინიანთკარი, წითელსოფელი, ჭოპორტი, აბანოსხევი, არაგვისპირი, არანისი, ახატანი, ბაგა, ბაზალეთი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, ბულაჩაური, გრიგოლაანთკარი, დაბა ჟინვალი, ვარსიმაანთკარი, თანიაანთკარი, ლაზვიაანი, ლაშარისჯვარი, მეზვრიანთკარი, მლაშე, მჭადიჯვარი, ნაგლიანთკარი, ნავაზარი, პირმისაანთკრი, საკრამული, საშაბურო, უნდილაანთკარსა და სოფელ ჟინვალის აბონენტებს შეუწყდებათ.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.