საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
ამის შესახებ ინფორმაციის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
„შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის DN700მმ მაგისტრალური გაზსადენის 194.0 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 12 ივნისის 08:00 საათიდან 13 ივნისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გაზგამანაწილებელი სადგურ „შპს „ყამარი მ-ის“ მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება ხსენებულ პერიოდში არ მიეწოდება სოფელ გლდანსა და თეთრი ტბის ტერიტორიას.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას – ვერიფიკაციაგავლილი ამომრჩევლების სია და ხმის მიცემის აპარატებში არსებული ინფორმაცია, მძევლად ჰყავს აყვანილი

თამარ კორძაია – ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს სააპელაციო სასამართლო მიიღებს, იქნება იმის დადასტურება, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და ქვეყანას მართავს თანამედროვე კომუნისტური პარტია