შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” თერჯოლის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 7 დეკემბერს 10:00დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ თერჯოლასა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ეწერი, ბარდუბანი, ზედა სიმონთი, ქვედა სიმონეთი, სიქთარვა, ნახშირღელე, ღვანკითი, რუფოთი, ახალი თერჯოლა, ტელეფა, ძევრი, ნავენახევი, სათემო, სეფარეთი. ხსენებულ პერიოდში ბუნებრივი გაზი ასევე არ მიეწოდება ქალაქ ზესტაფონში სტაროსეცკის ქუჩასა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ქვედა საქარა, პირველი სვირი, არგვეთა.
მათივე ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
„შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.