საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 193.3 კილომეტრზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში #22 ონკანი შეიცვლება ახლით.
„აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 24 ივლისის 08:00 საათიდან 25 ივლისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება შპს „ყამარი მ“-ს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სოფელ გლდანსა და ტბის ტერიტორიას სრულად.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ