საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მაგისტრალის საჩხერის განშტოების 2.2 კილომეტრზე არსებული კოროზირებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება.
მათივე განმარტებით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 26 ივლისს 05:00-დან 10:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ საჩხერის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ საჩხერესა და საჩხერის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: არგვეთი, ბახიოთი, ბაჯითი, გაღმამთა, გორისა, დარყა, დუნთა, დურევი, ეთო, ეხვევი, ივანწმინდა, ითხვისი (ბეგიაური), იტავაზა, იცქისი, კალვათა, კორბოული, მახათაური, მერჯევი, მოძვი, მოხვა, ნიგვზარა, ორღული, პასიეთი, პერევი, სავანე, საირხე, საკოხია, სარეკი, სპეთი, სხვიტორი, უზუნთა, ქვემოხევი, ქორეთი, შალაური, შომახეთი, ჩიხა, ცხამი, ცხომარეთი, წასრი, ჭალა, ჭორვილა, ჭურვალი, ჯალაურთა, ჯრია.
კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)