საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტი გაიზარდა

სემეკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტი გაიზარდა.
სტატისტიკის თანახმად, ტრანზიტმა სულ 422 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტია. ტრანზიტის უდიდესი ნაწილი მოდის აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტზე, რამაც 346 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია. ასევე ს ფედერაციიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტი 28%-ით გაიზარდა და 76.5 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა.
რაც შეეხება საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტს, ის 2025 წლის პირველ შვიდ თვეში 50%-ით შემცირდა და 495 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. კლების უმთავრესი მიზეზი საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის 50%-ით, 401 მილიონ კილოვატ საათამდე შემცირებას უკავშირდება. ასევე, 52%-ით შემცირდა საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი სომხეთში, რამაც წელს მხოლოდ 52.4 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა.
საქართველოს ექსპორტის კლება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქვეყანაში მოქმედი ჰესების გამომუშავების შემცირებასთან, რაც თავის მხრივ ძირითადად კლიმატურ პირობებს უკავშირდება. 2025 წლის იანვარ-ივლისში ჰესებმა სულ 6.9 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წლიურად 637 მილიონი კილოვატ საათით, ანუ 8%-ით არის შემცირებული.
პარალელურად, წელს 116%-ით, 1 მილიარდ კილოვატ საათამდე გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი. აქედან 580 მილიონი კილოვატ საათი რუსეთიდან ს რეგიონში ელექტროენერგიის იმპორტს წარმოადგენდა და ის წლიურად 39%-ით არის გაზრდილი, ამასთან 660%-ით, 356 მილიონი კილოვატ საათამდე გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან.

ასევე დაგაინტერესებთ