საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ქართულ-ყაზახური ეკონომიკური კავშირების 2006-2023 წლის კრებსითი სტატისტიკის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივით კაპიტალი უკვე მეოთხე წელია ამზადებს.
შეხვედრაზე ს მკვლევარმა ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების ანგარიში წარმოადგინა, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს მოიცავს. პრეზენტაციისას დეტალურად განიხილეს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებები, სადაც გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივები.
პრეზენტაციაში, ასევე, მიმოხილული იყო საქართველო-ყაზახეთის ექსპორტი და მისი პოტენციალი, საუბარი შეეხო ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით რე-ექსპორტსა და ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებისა და შუა დერეფნის როლის მნიშვნელობა.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თიბისი კაპიტალმა, საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობების ანგარიში წარმოადგინა, რის საფუძველზეც საკმაოდ მნიშვნელოვან მაჩვენებლებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს გავეცანით. ყაზახეთთან ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობა ბიზნეს სექტორის პრიორიტეტია, მით უფრო, როდესაც შუა დერეფნის როლი კიდევ უფრო მზარდი და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.