ბულგარეთში მიმდინარე 20-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
მსოფლიოს ჩემპიონობა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ანრი ფუტკარაძემ (77 კგ) და ლუკა კოჩალიძემ (87კგ) იზეიმეს. ბრინჯაოს პრიზიორი ვახტანგ ლოლუა (60 კგ) გახდა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საქართველოს ორი მედალი მოუტანა. ბრინჯაოს პრიზიორები დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97კგ) გახდნენ.
