საქართველოს ბანკმა ბიზნესის მიმართულებით AI-ის ფინანსებში დანერგვისთვის 4 ჯილდო მიიღო

“ მრავალი წელია, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის მიმართულებით ქვეყანასა და რეგიონში მოწინავე ადგილს იკავებს. იგი როგორც საცალო მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესებისთვის ახალ შესაძლებლობებს მუდმივ რეჟიმში ქმნის. ს დანერგვა კი ბანკის ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ მიდგომის აღიარებაა Global Finance-ის მიერ მინიჭებული ჯილდო, რომლებიც საქართველოს ბანკმა კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი და ეფექტიანი ინტეგრაციისთვის მიიღო.

in Finance Awards ახალი დაჯილდოებაა Global Finance-ისგან და მისი მიზანია ის ბანკები წარმოაჩინოს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ შესაძლებლობად, არამედ სტრატეგიულ უპირატესობად აღიქვამენ. პროგრამა ხორციელდება CGI-სთან, გლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით, რომელიც AI-ის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული.

კორპორაციული მიმართულებით ჩვენი ხედვა ტრადიციულ საბანკო მომსახურებას სცდებაჩვენ გვჯერარომ ხელოვნური ინტელექტი ის ტექნოლოგიური საფუძველიარომლის დახმარებით ბიზნესებს შესაძლებლობას ვაძლევთსაკუთარი საქმიანობა მეტად ეფექტიანად მართონინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ და მუდმივად ცვალებად გარემოს სწრაფად უპასუხონამ ჯილდოებით კიდევ ერთხელ დადასტურდარომ საქართველოს ბანკი არა მხოლოდ ეხმიანება ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ თავად მოაქვს ცვლილებები რეგიონის ფინანსურ ეკოსისტემაში“, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილისაქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკმა კორპორაციული მიმართულებით AI in Finance Awards-ის ფარგლებში ჯილდოები შემდეგ კატეგორიები მოიპოვა:

  • საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით — ქვეყნის დონეზე (საქართველო);
  • საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით — რეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა);
  • ჯილდო ფინტექის ქვეკატეგორიაში — ქვეყნის დონეზე (საქართველო);
  • ჯილდო ფინტექის ქვეკატეგორიაში — რეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა).