საქართველოს ბანკი Ads მენეჯერის მესამე საზაფხულო ვორკშოპს ქუთაისში გამართავს

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარებას. Ads მენეჯერის საზაფხულო ვორკშოპების სერიის ფარგლებში, ამჯერად მესამე შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან 8 აგვისტოს, 19:00 საათზე ქუთაისში, ლაუნჯში გაიმართება. შეხვედრას ს ციფრული საბანკო ეკოსისტემების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კინწურაშვილი გაუძღვება და აუდიტორიას გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ შეუძლიათ შექმნან ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულის შეთავაზება, რომელიც მობილბანკში, Offers.bog.ge-სა და sCoolApp-ში გამოჩნდება.