საქართველოს ბანკი: ჩვენი გუნდის წევრი დააკავეს აქციაზე, ბანკის ადვოკატები მასთან არიან

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, 6-7 დეკემბრის აქციის ღამეს მათი თანამშრომელი ვაკო ალავიძე დააკავეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბანკის ადვოკატები ადგილზე არიან.
“ჩვენი გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე, დააკავეს გუშინდელ აქციაზე.
ს ადვოკატები მასთან ადგილზე არიან და ყველაფერს აკეთებენ მისი უფლებების დასაცავად და მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებისათვის.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე! საქართველოს ბანკისათვის ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა არ აქვს!” – ვკითხულობთ განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციების მე-9 ღამეს სპეცრაზმმა კვლავ დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. მშვიდობიანი აქციაზე დააკავეს არაერთი ადამიანი – მათი რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
სპეცრაზმი, გარდა პარლამენტისა, მობილიზებული იყო რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გამვლელებს დასდევდნენ, აკავებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. აქციის მონაწილეები ალყაში იყვნენ მოქცეულნი.
ფიზიკურად უსწორდებოდნენ არა მხოლოდ უშუალოდ აქციის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს, არამედ მიმდებარე ქუჩებზე მყოფ ადამიანებსაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6-7 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით 48 ადამიანი დააკავეს.