საქართველოს ბანკი სომხურ Ameriabank-ს ყიდულობს, გაცემულია წინასწარი თანხმობა

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გასცეს წინასწარი თანხმობა Bank of Georgia Group PLC-სა და ღია სააქციო საზოგადოება Bank of Georgia-ს მიერ დახურული სააქციო საზოგადოება Ameriabank-ის საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე.
არმენპრესის ცნობით, მათ სომხეთის ცენტრალურ ბანკში შეატყობინეს, რომ ეს გადაწყვეტილება საბჭოს სხდომაზე 29 მარტს მიიღეს.
2024 წლის 19 თებერვალს ს ჯგუფმა გაავრცელა ცნობა, რომ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სომხეთის უმსხვილეს ბანკის, ამერიაბანკის 100%-იან წილს შეისყიდდნენ. შესყიდვის ღირებულება 303.6 მილიონი დოლარია.
ამერიაბანკის უდიდესი აქციონერი არის Imast Group-ი, ანუ ყოფილი Ameria Group-ი, რომელიც ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილ ლიდერს, რუბენ ვარნს ეკუთვნის. მისი წილი 48.82%-ია. 2023 წლის შემოდგომაზე, როდესაც ბაქომ ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა, აზერბაიჯანმა დააკავა ვარდანიანიც და დღეს ის პატიმრობაში რჩება.