მწვანე ინიციატივების მხარდაჭერასა და საქართველოს უნიკალური ეკოსისტემის დაცვას აქტიურად განაგრძობს

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ინიციატივებს ახორციელბს.

ფინანსური ინსტიტუტისათვის ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება ერთ-ერთი პრიორიტეტია, რის გამოც მრავალი წელია ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან – CNF ერთად საქართველოს 12 დაცული ტერიტორიის: ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის (ეროვნული პარკი და დაცული ლანდშაფტი), ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის, მაჭახელის, ფშავ-ხევსურეთის და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების მხარდამჭერია.

აღნიშნული ტერიტორიების საერთო ფართობი დაახლოებით 520,000 ჰექტარია და მოიცავს 11 ადმინისტრაციულ და ვიზიტორთა ცენტრს, რომლებიც 350-მდე ადამიანს ასაქმებს, მათ შორის – რეინჯერებს, რომლებიც ბიომრავალფეროვნების დაცვაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ.

ინფორმაციისთვის, ს მხარდაჭერა ფარავს ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს, რითაც ხელს უწყობს დაცული ტერიტორიების მდგრად კონსერვაციას.

“საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებისთვის, მდგრადი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს – როგორც ბიზნესებისთვის, ისე საზოგადოებისა და ინდივიდებისთვის. ამ მიზნების მისაღწევად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სანდო და კომპეტენტურ პარტნიორებთან CNF-თან, სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებთან და ორგანიზაციებთან. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 2009 წლიდან მხარს ვუჭერთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, რითაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის კონსერვაციასა და შენარჩუნებაში, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

სულ მალე კი საქართველოს ბანკი ახალ ინიციატივას – წერილები ბუნებისგან გააჟღერებს, რომელი საქართველოს ბანკისა და CNF – კავკასიის ბუნების ფონდის ერთობლივი პროექტია.

საქართველოს ბანკისა და CNF-ის კოლაბორაციით იქმნება ინიციატივა ბუნების დასახმარებლად. ინიციატივა ბრენდებისა და ბუნების კავშირის ახალ სტანდარტს შექმნის.

პროექტი მიზნად ისახავს:

· ბრენდებმა კარგად დაინახონ ბუნების დაცვის პასუხისმგებლობა;

· საკითხის მიმართ ცნობადობის ამაღლებას;

· აინსპირირებს ბრენდებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები.

ახალ კამპანიაზე კრეატიულმა სააგენტომ – ლივინგსტონმა იმუშავა.