„საქართველოს ბანკი“ მსურველებს საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ს“ ცნობით, ბანკი ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
მათივე ცნობით, უკვე 12 წელია, ფინანსური ინსტიტუტი „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) მიერ ორგანიზებული საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია.
„კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 1 მარტამდე უნდა მიმართონ British Corner-ის წარმომადგენლებს ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected], საჯარო მეტყველების კონკურსის პირველი ტური 4 და 6 მარტს ჩატარდება, მეორე ტური კი 13 მარტს გაიმართება.
წლევანდელი კონკურსის პირველი ტურის მთავარი თემაა: „არც ცუდი და არც კარგი არ არსებობს, თუ გონება არ განსაზღვრავს მას ასეთად“. მონაწილეებმა აღნიშნულ საკითხზე უნდა მოამზადონ ხუთწუთიანი გამოსვლა (ინგლისურ ენაზე), რომელსაც შემდეგ ჟიურის წარუდგენენ. კონკურსი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მხრიდან საკუთარი ცოდნის გამოვლენას, როგორც კრიტიკული, ასევე ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას. საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობის მიღება 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„საქართველოს ბანკში“ კარგად გვესმის განათლების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ ახალგაზრდებისთვის შევქმნათ ცოდნის ამაღლების, განვითარებისა და პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობები. ამ მიზნით, 2012 წლიდან ჩვენ საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერები ვართ. ამ პერიოდში, პროექტში მონაწილეობა 800-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო, მათგან 40-ზე მეტმა კი ლონდონის საერთაშორისო ორატორთა კონკურსშიც გამოცადა საკუთარი შესაძლებლობები. გვახარებს ინიციატივის მიმართ მუდმივად მზარდი ინტერესი, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ“, – აღნიშნავენ „საქართველოს ბანკში“.
ინფორმაციისთვის, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. კავშირის მთავარი მიზანია, ინგლისური ენის მეშვეობით ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“ ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. ESU-Georgia „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ყოველ წელს გამარჯვებულს ლონდონში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ეს ყველაზე დიდი კონკურსია მსოფლიოში, რომელშიც მონაწილეობას ყოველწლიურად 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000 000 ახალგაზრდა იღებს.
„საქართველოს ბანკის“ მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებგვერდზე: csr.bog.ge

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა