საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში რეგისტრაცია მიმდინარეობს.
5 მარტის ჩათვლით, VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, STEM სკოლის ერთწლიან პროგრამაზე დარეგისტრირდნენ, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. და, რაც მთავარია, დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად – მომავლის პროფესიების საფუძვლებს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/bina_w_h-quP0Jq-300x169.jpeg)