საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარებას და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 29 ივლისს, კვების ობიექტების, კაფეებისა თუ რესტორნების წარმომადგენლებისთვის შეხვედრას გამართავს. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის შესახებ ორგანიზებული შეხვედრების სერიის ნაწილია. პირველი ღონისძიება ახლახან სტუმარმასპინძლობის სექტორში დასაქმებულებისთვის შედგა.
ღონისძიებას საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი გაუძღვება და იგი შემდეგ საკითხებზე ისაუბრებს:
