საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვის Ads მენეჯერის ვებინარს გამართავს

საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვის ტექნოლოგიური სიახლეების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ორგანიზებით 23 თებერვალს, 19:00 -ზე Ads მენეჯერის ვებინარი – „როგორ უნდა შევქმნათ ეფექტური შეთავაზებები 3 და 8 მარტისთვის Ads მენეჯერით” გაიმართება.

ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ თუ როგორ შექმნან ფასდაკლების, ქეშბექის ან, თუნდაც, PLUS ქულის შეთავაზება 1,400 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებლისთვის Ads მენეჯერის დახმარებით – მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე და გაზარდონ ბიზნესის გაყიდვები. ამასთანავე, ისინი მიიღებენ ინფორმაციას ციფრული სასაჩუქრე ბარათების შესახებ, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი საუკეთესო საჩუქრად აქციონ.

ვებინარი გაიმართება ონლაინ, ზუმის მეშვეობით. შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი ინოვაციური პროდუქტები, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის ზრდას და განვითარებას. შეთავაზების მართვის ახალი პლატფორმა – Ads მენეჯერი ს ახალი პროდუქტია, რომელიც რამდენიმე თვის წინ შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს და ის ბიზნესებს მონაცემებზე დაფუძნებით გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. Ads მენეჯერის და სასაჩუქრე ბარათების გამოყენება ახლა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან გაზაფხულის დღესასწაულები ახლოვდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ელოდება მათთვის საინტერესო შეთავაზებებს. ვებინარზე ვისაუბრებთ Ads მენეჯერის ყველა იმ შესაძლებლობაზე, რაც ბიზნეს მომხმარებლებისთვის 1 სივრცეში არის ხელმისაწვდომი, როგორ უნდა გამოიყენონ ის. ეს კიდევ ერთი კარგი ინსტრუმენტია მათთვის, ვინც საკუთარი ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ეძებს“, – განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსმა.

ვებინარზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.