საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო

მოსწავლეების საყვარელ აპლიკაცია sCoolApp-ში საგანმანათლებლო და გასართობი თამაშის — ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო.
ტრივია სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა და მათ ცოდნის გაღრმავებასა და ინტელექტუალური უნარების განვითარებაში ეხმარება. თამაში ორ ასაკობრივ ჯგუფზე — 6-13 და 14-18 წლის მონაწილეებზე არის მორგებული.
ტრივიას კითხვები ყოველ კვირას განსხვავებულ თემებს მოიცავს, მათ შორის: ტექნოლოგიებს, STEM, ფინანსური განათლებას, გეოგრაფიასა და პოპ კულტურას. თამაშის განმავლობაში,მონაწილეებმა ყოველდღიურად ხუთ კითხვას უნდა უპასუხონ, რითაც ვარსკვლავებსა და მონეტებს დააგროვებენ. მონეტების გამოყენება შესაძლებელია ტრივიას მარკეტში, სადაც მოსწავლეებს ბიბლუსის, პეპელას, XS toys-ის ვაუჩერები, ასევე საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მაისურები და სხვა საჩუქრები დახვდებათ.
ფოტო:
ახალ სეზონზე მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სკოლა დაამატონ და კლასელებთან ერთად იასპარეზონ. თამაშის ბოლოს კი, ლიდერბოდზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ტოპ 10 სკოლა გამოჩნდება.
გარდა ამისა, მოსწავლეებს შეუძლიათ მეგობრების მოწვევა — თითო მოწვეული მეგობრისთვის კი 5 მონეტას (მაქსიმუმ 25 მონეტა) მიიღებენ.
ინფორმაციისთვის, sCoolApp-ს ყოველდღიურად უკვე 185,000-ზე მეტი ბავშვი იყენებს. თუ თქვენს შვილს sCoolApp ჯერ არ აქვს, გადმოწერეთ მარტივად, ჩაერთეთ თამაშში და მიეცით შანსი, ცოდნა ნამდვილ საგანძურად აქციოს!