„საქართველოს ბანკის” ESG & Sustainability მიმართულებას ანა ოსაძე უხელმძღვანელებს

„საქართველოს ბანკში” ახალი მიმართულება – ESG & Sustainability შეიქმნა, რომელსაც სათავეში ანა ოსაძე ჩაუდგა. ამის შესახებ bm.ge წერს.
ანას რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. იგი ს გუნდს 2022 წელს, ESG ოფიცრის პოზიციაზე შემოუერთდა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ESG მიმართულების გაძლიერებაში.
ანას მაგისტრატურის ხარისხი შვედეთში, ლუნდუს უნივერსიტეტში აქვს მოპოვებული. სწავლის დროს მან ყურადღება სწორედ ფინანსურ სექტორში ESG & Sustainability მიმართულებას დაუთმო და ნაშრომიც ამ მიმართულებით დაწერა.
ანა ოსაძე: „ფინანსურ სექტორს მნიშნელოვანი როლი აკისრია მდგრად განვითარებაში და მიხარია, რომ ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში, საქართველოს ბანკში ამ მიმართულებას ვხელმძღვანელობ. ჩვენ საკმაოდ დახვეწილი პრაქტიკები გვაქვს ამ მიმართულებით, თუმცა მუდმივად ვცდილობთ პროცესების განვითარებას. ძლიერი რისკ-მენეჯმენტი და მწვანე და სოციალური პორტფელის ზრდა მდგრადი მომავლის გარანტია, სწორედ ამიტომ, ჩვენთან, საქართველოს ბანკში, ESG სტრატეგია ბანკის ბიზნეს სტრატეგიის ნაწილია.“
წყარო: bm.ge