საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე, ორ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა.
პირველი პანელური დისკუსია – „ფინანსური სექტორის წვლილის ზრდა კლიმატის ტრანზიციის პროცესში განვითარებად ბაზრებსა და ეკონომიკებში“ მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა. ამ შეხვედრაზე ანა ოსაძემ საქართველოს ბანკის პრაქტიკაზე ისაუბრა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით. მან მიმოიხილა ის გამოწვევები, რომლებიც მონაცემების ნაკლებობას უკავშირდება. მისი საუბარი, ასევე, შეეხო მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც მდგრადი დაფინანსების კუთხით არსებობს და განიხილა სამომავლო გეგმებიც, რომლებიც ბანკს მდგრადობის მიმართულებით აქვს განსაზღვრული.
ამ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ: