საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს ოთხი ახალი ფუნქციონალი დაემატა

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ს შეთავაზებების პლატფორმა – Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალები დაემატა. აღნიშნული სიახლე იმ ბიზნეს მომხმარებლებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი, რომლებსაც გადახდის მეთოდი (ტერმინალი, ონლაინ გადახდა) არ აქვთ. ამიერიდან,  ასეთი ბიზნესებისთვის მნიშვნელოვნად გამარტივდა პროცესი.

ამასთანავე, პლატფორმა ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი სრულიად უფასოდ  გააცნოს და ამით  გაყიდვები გაზარდოს.

Ads manager-ს ოთხი ახალი ფუნქციონალი:

ფოტოსაცავი ბიზნესებისთვის, შეთავაზების ვიზუალის მოსამზადებლად

Ads manager-ში შეთავაზების შექმნისას ბიზნესებს შესაბამისი ფოტოს მოძიება უჭირდათ. სწორედ ამიტომ, მათი საჭიროების შესაბამისად, მომხმარებლებს პლატფორმაზე სასურველი ვიზუალის  შერჩევის  შესაძლებლობას გავუჩინეთ.   ამისთვის მათ შეთავაზების შექმნის პროცესში საძიებო ველში ინგლისურად უნდა ჩაწერონ სფეროს შესაბამისი სიტყვა, რის შემდეგაც  რელევანტურ ფოტოები გამოუჩნდებათ. ამის შედეგ ისინი შეძლებენ  სასურველი ვიზუალის არჩევას და შეთავაზებისთვის გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ არჩეულ  ფოტოს შეთავაზების დასრულებამდე მხოლოდ ერთი ბიზნესი გამოიყენებს და მომხმარებლებს მსგავსი ვიზუალით სხვა შეთავაზება არ შეხვდებათ.

შეთავაზების შექმნის შესაძლებლობა ბიზნესებისთვის, რომლებსაც არ აქვთ გადახდის მეთოდი

აქამდე Ads მენეჯერის შეთავაზების შექმნა მხოლოდ გადახდის მეთოდის მქონე ბიზნესებს შეეძლოთ, თუმცა ზოგიერთი ბიზნესი, მისი მიმართულებიდან გამომდინარე, გადახდის მეთოდებს არ იყენებს, მაგალითად: დეველოპერული კომპანიები, მცირე ინსტაგრამ მაღაზიები, რომლებსაც არც ფიზიკური მაღაზია აქვთ და არც ონლაინ ვებ-გვერდი. ამიერიდან კი ასეთი, გადახდის მეთოდის  არ მქონე ბიზნესებიც შეძლებენ პლატფორმით სარგებლობას და   მომხმარებლისთვის მსგავსი შეთავაზებების გაკეთებას. ეს კი შესაძლებლობას მისცემს,  გაზარდონ ცნობადობა და შესაბამისად, სარგებელიც.

 

განმეორებადი შეთავაზებები (მაგალითად: შესთავაზე მომხმარებელს ქეშბექი ყოველ ოთხშაბათს და გაზარდე ლოიალურობა)

ბიზნესებს მომხმარებლებისთვის განმეორებითი შეთავაზებების შექმნა შეუძლიათ. მაგალითად,  მონიშნონ, რომ შეთავაზების ფარგლებში,  ყოველ ოთხშაბათს, მომხმარებლებმა გადახდილი თანხის 20%-ი დაიბრუნონ. ეს ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო ავტომატიზებული გახადონ პროცესი, რადგან არ მოუწევთ რამდენიმე შეთავაზების შექმნა.  ასევე, აარჩიონ ის დღე როცა განსაკუთრებით სჭირდებათ კონკრეტულ სეგმენტში გაყიდვების გაზრდა.