საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნას რეგიონებში განაგრძობს.
ამჯერად, გვირილობასთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკის Student და sCool card-ის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ქუთაისში სხვადასხვა შეთავაზებებით ისარგებლონ. ესენია:
- Book cafe Biblusi – 30% – იანი ქეშბექი;
- Mini art – 30% – იანი ქეშბექი;
- Extra Meat – 20%-იანი ქეშბექი;
- Miniso – 20% – იანი ქეშბექი ყოველ ოთხშაბათს და ხუთშაბათს;
- Yoyoso – 30% – იანი ფასდაკლება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.
სტუდენტებს საქართველოს ბანკის ყველა შეთავაზების ნახვა მობილბანკში, მოსწავლეებს კი sCoolApp-ში შეუძლიათ.