ს ორგანიზებით, შეხვედრა Humans of გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური, მონაცემებზე დაფუძნებული ორგანიზაცია, Tbilisi Meetups-თან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ ინსპირაციულ შეხვედრას “Humans of AI”, რომელიც ს მიღმა მდგომ ადამიანებზე, მათ პირად გზასა და პროფესიულ გამოცდილებაზე მოგვითხრობს.

ღონისძიება თავისუფალი საუბრის ფორმატში წარიმართება და დამსწრეებს შესაძლებლობას მისცემს, ს სფეროში მომუშავე პროფესიონალების გამოცდილებებზე, მათ გამოწვევებსა და წარმატების გზებზე მეტი ინფორმაცია მიიღონ.

ღონისძიების სპიკერი იქნება ს მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი, მიხეილ ნადარეიშვილი, რომელიც ბანკში AI გადაწყვეტების შემუშავებასა და დანერგვაზე მუშაობს.

დისკუსიის ძირითადი თემებია:

  • ადამიანი ხელოვნური ინტელექტის მიღმა – პირადი გამოცდილება და ხედვები ხელოვნური ინტელექტის სფეროში;
  • AI-ის მასშტაბირება კომპანიებში – გაკვეთილები და მიღწევები;
  • მოდელებიდან შედეგამდე – როგორ გარდაიქმნება ტექნოლოგიური ინოვაცია რეალურ შედეგად;
  • კულტურატალანტი და გუნდური მუშაობა – ძლიერი გუნდების ფორმირება AI-ის ეპოქაში;
  • AI-ის მომავალი ბიზნესსა და საზოგადოებაში – რას უნდა ველოდოთ და როგორ მოვემზადოთ.

ღონისძიება საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში გაიმართება.

„აღნიშნული შეხვედრა ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, ახლებურად დაინახონ და შეაფასონ ხელოვნური ინტელექტი — ერთი მხრივ, როგორც ტექნოლოგია, რომელიც რეალურ გავლენას ახდენს ადამიანებზე და მეორე მხრივ — როგორც სფერო, რომლის უკან ინოვატორი ადამიანები დგანან. ჩვენ მადლობას ვუხდით Tbilisi AI Meetups-ს პარტნიორობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს არაერთ საინტერესო შეხვედრას შევთავაზებთ“, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი.