ს ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრებს სთავაზობს. ბიზნეს 360-ის შეხვედრების ფარგლებში, 16 დეკემბერს, მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა, რომელსაც ბიზნესტრენერი დავით ჩიკვაიძე უძღვებოდა. ვორკშოპზე მონაწილეობა საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებმა მიიღეს.
შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისთვის მოლაპარაკების პროცესის სტრუქტურირებული, ნაკლებად სტრესული და შედეგზე ორიენტირებული მართვის სწავლება.
ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა გაიგეს:
• რა არის ე.წ. „შავი გედი“ მოლაპარაკებისას და როგორ შეიძლება მისი განეიტრალება;
• როგორ უნდა ისაუბრონ ფასზე მოლაპარაკებების პროცესში;
• რა არის B2B მოლაპარაკებების ძირითადი კომპონენტები საფინანსო სექტორში;
• რას მოიცავს იმპულსური და ემოციური გაყიდვების ტექნიკები და სხვა.
პროგრამა შედგენილი იყო პრაქტიკულ ქეისებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ მასალებზე დაყრდნობით, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა , მიღებული ცოდნა რეალური ბიზნესსიტუაციებისთვის მოერგოთ.
აქტიურად განაგრძობს ბიზნესისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას. ამ ტიპის ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რადგან მათ სჭირდებათ წვდომა რეალურ გამოცდილებასა და პრაქტიკულ ინფორმაციაზე. მოლაპარაკების მართვის უნარები კი პირდაპირ გავლენას ახდენს გაყიდვებსა და პარტნიორობებზე, ხოლო ასეთი შეხვედრები ბიზნესს უფრო თავდაჯერებული, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება”, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, ვორკშოპები საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია. ესაა სივრცე, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, კურსებს, ღონისძიებებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.