„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით სატენდერო გარანტიების შესახებ ვებინარი გაიმართება

“ ბიზნეს მომხმარებლებისთვის სატენდერო გარანტიის აღების პროცესი გაამარტივა და სწორედ ამ მიზნით, ბანკის ორგანიზებით, 21 თებერვალს 19:00-ზე, სატენდერო გარანტიების შესახებ ვებინარი გაიმართება.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ვებინარზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც ბიზნესის ზრდითა და ახალი შესაძლებლობების მოძიებით არის დაინტერესებული.
ინფორმაციის თანახმად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ კიდევ უფრო მეტი თუ რა არის სატენდერო გარანტია, რატომ სჭირდებათ ის ბიზნესებს და როგორ მოითხოვონ ის ონლაინ, სწრაფად, მარტივად, ფილიალში მისვლის გარეშე, ინტერნეტბანკის მეშვეობით.
ბანკის განმარტებით, ვებინარი ონლაინ გაიმართება, ზუმის მეშვეობით. შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია 21 თებერვლის 12:00 საათამდე გაიაროთ რეგისტრაცია.
„ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების საჭიროებებს და მათ სწორედ, იმ პროდუქტებსა თუ სერვისებს, იმ არხში ვთავაზობთ სადაც მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. კომპანიებს, რომლებსაც სახელმწიფო ან სსიპ ტენდერებში სურთ მონაწილეობის მიღება, ვალდებულება აქვთ, გარანტია წარადგინონ. „საქართველოს ბანკი“ კი ამ კომპანიებს შესაძლებლობა აძლევს აიღონ სატენდერო გარანტია, უზრუნველყოფის გარეშე, ონლაინ, ინტერნეტბანკინგში. ვებინარზე გვსურს ბიზნეს მომხმარებლებს გავაცნოთ ჩვენს მიერ დანერგილი სიახლეები სატენდერო გარანტიების მიმართულებით და ის უპირატესობები, რასაც „საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს დაკრედიტების Tribe-ის ლიდერმა, თორნიკე ჯავრიშვილმა.
ვებინარზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა