„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ინვესტ დეველოპმენტი“ ბაგებში პრემიუმ კლასის საცხოვრებელ სახლს აშენებს

“ დეველოპერული სექტორის მხარდამჭერია. ბანკთან თანამშრომლობით „ინვესტ დეველოპმენტი“ ბაგებში, წყნეთის გზატკეცილი #37ა-ში პრემიუმ კლასის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 3.8 მილიონი დოლარია, სადაც ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 3 მილიონ დოლარს შეადგენს.
დეველოპერული პროექტი 2 323 კვ.მ-ზე 8 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც 84 საცხოვრებელი ბინა, საოფისე ფართები, გამწვანებული ეზო და პარკინგის სივრცე განთავსდება. მშენებლობა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და 2026 წლის დეკემბერში დასრულდება.
„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის, გიორგი წეროძის განცხადებით, კომპანია სამომავლოდ თბილისში მეტი ახალი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
„ჩვენ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ახალი სამშენებლო პროექტების განხორციელებას 2024 წელსაც აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ. „ინვესტ დეველოპმენტთან“ წლებია ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში ერთობლივად რამდენიმე მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის მრავალფუნქციური საოფისე და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ჩხიკვაძისა და ტერევერკოს ქუჩებზე. ახალი პროექტი კი, თბილისის ერთ – ერთ ყველაზე გამორჩეულ უბანში, ბაგებში, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გულისხმობს. კომპანია სამომავლოდ თბილისში მეტი ახალი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, – განაცხადა გიორგი წეროძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ