საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თსუ-ს სტუდენტები ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობდნენ

ს“ მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი მსოფლიოში უდიდესი იმიტირებული სასამართლო შეჯიბრია სამართლის სტუდენტებისთვის, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის 800-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს. ყოველწლიურად, მონაწილე ქვეყნები ეროვნულ შეჯიბრებებს ატარებენ, რომელთა გამარჯვებულებიც ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში გამართულ საერთაშორისო რაუნდში ასპარეზობენ.

წელს, საქართველოს მასშტაბით, ეროვნული რაუნდის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა, რომელმაც ეროვნულ შეჯიბრზე ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა, როგორც საუკეთესო წერითი ნამუშევრების (მემორიალების), ასევე საუკეთესო სპიკერების მიმართულებით.

საქართველოს სახელით საერთაშორისო შეჯიბრზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ელენე-ეკატერინე დვალიძემ, შალვა ხიზანიშვილმა, ელენე კაკულიამ, თამარ კალანდიამ და ნუცა ნადაშვილმა იასპარეზეს. გუნდს მენტორობას უწევდა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი – ვეკო დოდაშვილი.

წელს საერთაშორისო ტურში თსუ-ს გუნდმა ისეთ უნივერსიტეტებთან იასპარეზა, როგორებიცაა: კორნელის უნივერსიტეტი (), ჩარლზის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), მექსიკის და კენიის უნივერსიტეტები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წერილობითმა ნაშრომებმა კი საერთო რეიტინგის მიხედვით, საერთაშორისო ტურში მოასპარეზე 152 გუნდს შორის მე-40 ადგილი დაიკავა.

ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობისთვის გუნდი 7 თვის განმავლობაში ემზადებოდა. ისინი დაეუფლნენ სამართლებრივი ანალიზის, აკადემიური წერის, სასამართლოს წინაშე ზეპირი გამოსვლის უნარებს. პროცესი მოიცავდა კომპლექსური საერთაშორისო სამართლებრივი საკითხების და გამოწვევების მოკვლევას და ანალიზს, ისევე ზეპირსიტყვიერ პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე.

ინფორმაციისთვისახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნითსაქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტიასწორედ ამიტომბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსრითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშიაშშსა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსებაიდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლასაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

ასევე დაგაინტერესებთ