საქართველოს ბანკისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობა გრძელდება. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით და ასოციაციის ორგანიზებით, 9 ივნისს, 13:00 საათზე, შეხვედრა – „ხელოვნური ინტელექტი და სტარტაპები“ გაიმართება. ღონისძიების მიზანი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის დაგროვებული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაა. ღონისძიება საინტერესო იქნება მომავალი და მოქმედი სტარტაპერების, მონაცემთა მეცნიერებისა და ინჟინრების, სტუდენტებისა თუ სხვა პირებისთვის, ვისაც AI და ინოვაციები აინტერესებს.
ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: