საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, გლობალურმა ბრენდმა, NEW YORKER-მა რიგით მეექვსე მაღაზია, თბილისში გახსნა.
ახალი მაღაზია ილია ვეკუას ქ.#1-ში, სავაჭრო ცენტრში „სითი მოლი გლდანი“ მდებარეობს და ის მომხმარებლებს ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით მოემსახურება.
გახსნაზე NEW YORKER–მა მომხმარებლებს ზამთრის ახალ კოლექციასთან ერთად, სხვადასხვა გასართობი აქტივობა შესთავაზა. ასევე, მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალური 20%-იანი ფასდაკლებით ესარგებლათ.
NEW YORKER გერმანული ბრენდია, რომელიც 1971 წელს დაარსდა და მსოფლიოს 44 ქვეყანაში 1100-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. 2011 წლიდან საქართველოში მას კომპანია ISOLA-G წარმოადგენს, რომელიც Pan European Fashion Group–ის წევრია და ქართველ მომხმარებლებს არაერთ საერთაშორისო ბრენდს, მათ შორის: Burberry-ს, Polo Ralph Lauren-სა და სხვა ბრენდებს სთავაზობს.
„საქართველოს ბანკისა და ISOLA–G-ს პარტნიორობა 2011 წლიდან იწყება და ამ დროის განმავლობაში ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ. მოხარულები ვართ, რომ წლიდან წლამდე ვხედავთ კომპანიის განვითარებას და გაძლიერებას და ვამაყობთ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, NEW YORKER-ის კიდევ ერთი, მეექვსე მაღაზია გაიხსნა. საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ დიდი კონტრიბუცია შეაქვთ ჩვენს ეკონომიკაში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან ერთად“, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ნიკოლოზ მითაიშვილმა.