„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, DataFest Tbilisi ვორკშოპს გამართავს

“, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია ინოვაციების განვითარებასა და ამ დარგში ცოდნის გაზიარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი და DataFest Tbilisi თანამშრომლობას აგრძელებენ და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს ვორკშოპზე- „მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა” იწვევენ. ამის შესახებ ინფორმაციას „“ ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე ბიზნესში AI მმართველობის პროცესების დანერგვა და ცვლილებები განიხილება, რომლებიც საჭიროა ამ ტექნოლოგიისგან საუკეთესო შედეგის მისაღებად.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობით, პრიორიტეტი ადამიანების სპეციფიკურ საჭიროებებს ენიჭება. იგი განსხვავდება სხვა მეთოდებისგან, რადგან ბიზნესს მკაფიო მოთხოვნებს უყენებს და მას რეალისტურ მიზნად აქცევს. AI სისტემებში მომხმარებელთა უკუკავშირისა და პრეფერენციების ინტეგრაცია კი ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, ეთიკური სტანდარტებისა და რეგულაციების დაკმაყოფილება პროცესის ბუნებრივი ნაწილი ხდება.
მათი თქმით, მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა მომხმარებლებთან ურთიერთობების გამყარებას, სერვისის მუდმივ გაუმჯობესებასა და ინოვაციების დანერგვას ხელს უწყობს.
მათივე ინფორმაციით, ვორკშოპს ანა ჩუბინიძე, AdalanAI-ის დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება. იგი, ასევე, Springer Nature-ის “ხელოვნური ინტელექტისა და ეთიკის” ჟურნალის დამფუძნებელი სარედაქციო საბჭოს წევრია.
„ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურობას რადიკალურად ცვლის და ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ, როგორც ინოვაციებზე ორიენტირებული ტექნოლოგიური ორგანიზაცია, მუდმივად ვაკვირდებით სიახლეებს ამ სფეროში და როგორც ბიზნესებს, ისე ტექ.პროფესიონალებს განახლებულ ინფორმაციას და გამოცდილებას ვუზიარებთ. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi_ის პარტნიორობა გრძელდება და ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ინოვაციების გავრცელებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს. ვფიქრობთ, აღნიშნულ ვორკშოპზე ხელოვნური ინტელექტის ინჟინრები, ბიზნეს ლიდერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები საინტერესო მიგნებებს მოისმენენ“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
ვორქშოპი 28 ივნისს, 4-დან 7 საათამდე, ჰიბრიდულ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმის საშუალებითა და ალ. ყაზბეგის 15-ში, 4B-ის შენობაში, გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ამ ბმულზე.
ვორკშოპის სამუშაო ენა ქართულია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…