ს მხარდაჭერით, Change Inspire-ის მე-6 კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც ინოვაციების მხარდამჭერი და ტექნოლოგიური განვითარებების ქომაგი, წელს Change Inspire-ის მთავარი, „Game Changer” პარტნიორია. Change Inspire საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექ ღონისძიებაა, რომელიც 2018 წლიდან იმართება. წელს იგი მეექვსედ უმასპინძლებს სტუმრებს და სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიურ ლიდერებსა თუ ინჟინრებს ხელოვნურ ინტელექტზე სასაუბროდ გააერთიანებს.

ღონისძიება 4 ივლისს Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება თემით — „ ჩემპიონთა ლიგა“. იგი ს რეალურ გამოყენებას შეეხება და სპიკერებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი გამოცდილება, მიღწევები და სტრატეგიები ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა ანალიზის, კიბერუსაფრთხოების და IT ინფრასტრუქტურის მიმართულებებით მასშტაბურ აუდიტორიას გაუზიარონ.

, როგორც AI ინოვაციების გავრცელებაზე ორიენტირებული ინსტიტუტი და ტექნოლოგიური ეკოსისტემის აქტიური მხარდამჭერი, კონფერენციაზე რვა სპიკერით წარდგება.

საერთო ჯამში, ღონისძიება 40-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ სპიკერს გააერთიანებს, ხოლო მონაწილეთა რიცხვი 600-ს გადააჭარბებს. კონფერენციის მრავალფეროვანი პროგრამა პროფესიონალებს საშუალებას მისცემს, მათთვის საინტერესო სესია აირჩიონ და სფეროს ლიდერებისგან პრაქტიკული ცოდნა მიიღონ .

კონფერენცია გამოცდილების გასაზიარებლად, დარგის საუკეთესო პრაქტიკების გასაცნობად და ს კულისებს მიღმა პროცესებში ჩასახედად გამორჩეულ სივრცეს ქმნის.

შემოუერთდით „AI ჩემპიონთა ლიგას“ და გახდით ტექნოლოგიური მომავლის ნაწილი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს.