საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის საინტერესო საკითხებზე ღონისძიებების ორგანიზებას. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, 18 და 19 მარტს, 2-დღიანი ვორქშოპი ჩატარდება. ვორქშოპზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები გაიგებენ, თუ როგორ შეუძლიათ კონკურენტული უპირატესობის მოპოვება. შეხვედრას გაუძღვება ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, დანიელ მათერი.
