საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბუღალტრული პროცესების გაციფრულებაზე ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, რეგულარული ბიზნეს-ღონისძიებების სერიის მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც Fas Group-ის დამფუძნებელი, ნათია სხვიტარიძე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ბუღალტრული პროცესების გაციფრულებაზე დეტალებს გააცნობს.

ვორკშოპის მონაწილეები ისწავლიან, როგორ უზრუნველყონ სტაბილური შემოსავლები და ეფექტურად მართონ ხარჯები; გაეცნობიან ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე მეთოდებს და ტექნოლოგიებს; აღმოაჩენენ, როგორ ხდება აღრიცხვა და დეკლარირება მარტივად, Fas Group-ის ახალი პროდუქტის დახმარებით და სხვა.

შეხვედრა 2 ნაწილისგან შედგება:

  • I ნაწილში ნათია ისაუბრებს ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ფინანსური მდგრადობა, შემოსავლების სტაბილურობა, ხარჯების ოპტიმიზაცია, ეფექტური ფინანსური დაგეგმვა, რისკების მართვა და ა.შ.

 

  • II ნაწილში კი სპიკერთან ერთად დამსწრეები განიხილავენ მცირე მეწარმეების საჭიროებებს როგორც სააღრიცხვო, ისე საგადასახადო თვალსაზრისით. გაეცნობიან საკანონმდებლო სიახლეებს და Fas Group-ის ახალ პროდუქტს.

ღონისძიება  2 აპრილს 16:00-დან 18:00 საათამდე, ს ბიზნეს სივრცეში, 4B-ში, ა. ყაზბეგის გამზ. №15-ში გაიმართება. მონაწილეობის მისაღებად  მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე.

 

ასევე დაგაინტერესებთ

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გამკაცრებისთვის – კაია კალასი და მარტა კოსი