„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ბათუმში Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა

სა“ და Startup Grind Tbilisi-ის პარტნიორობა გრძელდება – ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, ბათუმში ბრიტანული კომპანია Mercaux-ის წარმომადგენელთან, ალინა გოლავასთან შეხვედრა გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ სტარტაპერები, მეწარმეები, პროდუქტის მენეჯერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს პროდუქტის იდეის დამუშავების, ბაზრის კვლევის და პარტნიორობების დამყარების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა. დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თანამოაზრეებთან ერთად განეხილათ პროფესიული გამოცდილება, იდეები და ერთმანეთთან თანამშრომლობის პოტენციალი.
Mercaux 2024 წელს დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვების მიმართულებით ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიების შემქმნელ კომპანიად დასახელდა. იგი B2B SaaS პლატფორმაა, რომელმაც ვენჩურული კაპიტალის ფირმებიდან 20 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა. ალინა გოლავა კი 9-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტია გაყიდვების, ბაზრის კვლევისა და პარტნიორობების მიმართულებით.
„საქართველოს ბანკისთვის“, როგორც ტექნოლოგიური განვითარებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანია Startup Grind Tbilisi-სთან პარტნიორობა. ღონისძიებები, რომლებსაც ორგანიზაცია ახორციელებს, მცირე და საშუალო ბიზნესებს სასარგებლო ინფორმაციის მიღებისა და ღირებული კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს. ეკონომიკის განვითარებაში ამ ტიპის ბიზნესები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მათ როგორც ფინანსური პროდუქტებით, ისე არაფინანსური ინიციატივებით ხელი შევუწყოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის რეგიონებში განხორციელება, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია ახალი კავშირების დამყარება და მეწარმეობის სტიმულირება. ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც ბიზნესისთვის საინტერესო არაერთ ღონისძიებას დავუჭერთ მხარს“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
კომპანიის ცნობითვე, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკი“ და Startup Grind Tbilisi უკვე არაერთი წელია, თანამშრომლობენ. Startup Grind სტარტაპების გლობალური გაერთიანებაა, რომელიც ახალბედა მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ცოდნა, გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები და მოიძიონ ინვესტორები.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით