საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში ბრენდინგის შესახებ ბიზნეს სესია გაიმართება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. ღონისძიებების სერიის ფარგლებში, 11 ივნისს, 20:00-ზე გაიმართება ლექცია თემაზე – „ბრენდინგი და კომუნიკაციის სტრატეგია“, რომელსაც minds&marketing-ის დამფუძნებელი, მარიამ ბებიაშვილი გაუძღვება.

ლექცია განკუთვნილია იმ მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ ძლიერი ბრენდის შექმნით ბაზარზე გამორჩეული პოზიცია დაიმკვიდრონ. შეხვედრაზე განხილული იქნება ბრენდის შექმნის პროცესი – რა ეტაპები უნდა გავიაროთ იდეის გაჩენიდან ბრენდის ჩამოყალიბებამდე. თუ როგორ შეუძლია ბრენდს, განსაზღვროს ბიზნესის სტრუქტურა და მიმართულება.

მარიამ ბებიაშვილი ლექციაზე უპასუხებს შემდეგ საკვანძო კითხვებს:

  • როგორ ვაქციოთ იდეა იდენტობად და ხელშესახებ ბრენდად?
  • როგორ ავაშენოთ ღირებულებებზე დაფუძნებული ბრენდი, რომლის მისიის გარშემოც ბევრ ადამიანს შემოვიერთებთ?
  • რა ეტაპები უნდა გავიაროთ ბრენდის შექმნის პროცესში?
  • როგორ განსაზღვროს ბრენდმა ბიზნესის სტრუქტურა და მიმართულება?
  • რა როლს თამაშობს ბრენდინგი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბებაში?

შეხვედრა 11 ივნისს, 20:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება.

ბიზნეს სესიაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები ს ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.