„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საერთაშორისო Agro, Food, Drink, Tech, Expo 2022 ჩატარდება

ს“ მხარდაჭერით 17 – 19 ნოემბერს, „ექსპოჯორჯიაში“ სოფლის მეურნეობის რიგით 21-ე საერთაშორისო გამოფენა Agro, Food, Drink, Tech Expo 2022 გაიმართება.
„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ექსპოს მიზანს საქართველოში სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის განვითარება, ადგილობრივი მეწარმეების წახალისება და ტექნოლოგიური სიახლეების ქართულ ბაზარზე დამკვიდრება წარმოადგენს. წელს გამოფენაში 6 ქვეყნიდან 70-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში გაეცნონ ბაზარზე არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს, მომხმარებლებსა და ინვესტორებს წარუდგინონ საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი და შესაბამისად, გაზარდონ მათი პროდუქტის ცნობადობა. ასევე, შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს. გამოფენის ფარგლებში, დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობით, სხვადასხვა თემატური კონფერენცია, ვორქშოფი და B2B შეხვედრა ჩატარდება.
ბანკის განმარტებით, მოწვეულ სპიკერებს შორის არის „საქართველოს ბანკის“ აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე, რომელიც სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის ინდუსტრიისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებზე ისაუბრებს.
„გამოფენაზე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აგრო სფეროში არსებულ შესაძლებლობებს და თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, ამასთანავე შეხვდნენ ახალ ბიზნეს პარტნიორებს და დაამყარონ სტრატეგიული პარტნიორობა. „საქართველოს ბანკისთვის“ სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ კუთხით ჩვენ არაერთი პროდუქტი და სერვისი შევქმენით, რომელზეც ღონისძიების ფარგლებში ვისაუბრებ და მეწარმეებს გავაცნობ თუ რა სახის მხარდაჭერას ვთავაზობთ. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ აგრო სექტორის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას“ , – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მელქაძემ.
ინფორმაციისთვის, გამოფენის პარალელურად, 17–18 ნოემბერს, “ექსპოჯორჯიაში” აგრობაზარი გაიმართება, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ქართული ავთენტური პროდუქტი შეიძინონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ენტონი ბლინკენი – აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ – ემზადება გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები

ენტონი ბლინკენი – აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ და ემზადება გამოიყენოს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები