ს მობილბანკის სიახლეები – გაეცანით დეკემბრის განახლებას

წლის ბოლო, დიდი განახლებით, ს აპლიკაცია კიდევ უფრო მოქნილი და მეგობრული გახდა. მობილბანკს დაემატა ფუნქციები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ფინანსების მართვას კიდევ უფრო ამარტივებს. ვნახოთ, კონკრეტულად რა შეიცვალა:
შვილის სივრცე
განახლებულ სივრცეში ახლა მშობლებს შვილთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მარტივად მოგვარება შეუძლიათ. „შვილის სივრცე“ შესაძლებლობაა მშობლებისთვის, ერთიანად ნახონ: sCool Card- ის ბალანსი, ამონაწერი, ავტომატური გადარიცხვის ფუნქცია… მშობელი იღებს ყველა მნიშვნელოვან შეტყობინებას − მაგალითად, ბარათის ვადის ამოწურვის sCoolApp-ის გააქტიურების ან თანხის მოთხოვნის შესახებ.
განახლებული გადარიცხვა
ახლა გადარიცხვა კიდევ უფრო მარტივია. თუ აქამდე ირჩევდი ბანკს და შემდეგ გადარიცხვის მეთოდს, ყველაფერი შეიცვალა − შეგიძლია ველში მიუთითო – მობილურის, ანგარიშის, პირადი ნომერი ან, უბრალოდ, სახელი, სისტემა კი თავად მიხვდება, როგორ განაგრძოს პროცესი.
პინის განახლება
თუ პინის შეცვლა გინდა, ეს პროცესი ახლა პირდაპირ მობილბანკიდან, რამდენიმე ნაბიჯში სრულდება. ბარათის გამოყენებასაც მომენტალურად შეძლებ პინით გადახდების დროს.
საკრედიტო ბარათის აქტივაცია
საკრედიტო ბარათის შეკვეთა და აქტივაცია უფრო მოქნილი გახდა. შეგიძლია თავად აირჩიო American Express ბარათის კლასი და სასურველი AmEx-ი შეუკვეთო.
PLUS, ინვესტიციები, სადეპოზიტო სერტიფიკატი
მობილბანკი მხოლოდ ხარჯვისთვის არ არის − ის დაგროვებასა და ზრდაშიც გეხმარება. დეკემბრის განახლებით ლოიალობის პროგრამები და ფინანსური პროდუქტები კიდევ უფრო მარტივი და მოქნილი გახდა.
აი, რა შეიცვალა:
PLUS / MR
PLUS-ის გვერდი ვიზუალურადაც განახლდა და ფუნქციურადაც გამარტივდა. თუ აქამდე მხოლოდ PLUS-ის რაოდენობით რიცხავდი, ახლა ლარის მითითებაც შეგიძლია და სისტემა PLUS-ის შესაბამის რაოდენობას თავად გადაცვლის. PLUS ქულებით სასურველი სერვისისა და მომსახურების გადახდაც შეგიძლია, სადაც PLUS-ებით გადახდას შეძლებ, ასეთ პროვაიდერებს მობილბანკშივე ნახავ. ასევე გამოგიჩნდება PLUS / MR ქულების დაგროვების ორი საუკეთესო შეთავაზება.PLUS-ის გვერდი ვიზუალურადაც განახლდა და ფუნქციურადაც გამარტივდა. თუ აქამდე მხოლოდ PLUS-ის რაოდენობით რიცხავდი, ახლა ლარის მითითებაც შეგიძლია და სისტემა PLUS-ის შესაბამის რაოდენობას თავად გადაცვლის. PLUS ქულებით სასურველი სერვისისა და მომსახურების გადახდაც შეგიძლია, სადაც PLUS-ებით გადახდას შეძლებ, ასეთ პროვაიდერებს მობილბანკშივე ნახავ. ასევე გამოგიჩნდება PLUS / MR ქულების დაგროვების ორი საუკეთესო შეთავაზება.
ინვესტიციები
ინვესტირება ახლა ბევრად მარტივია. რეგისტრაცია შესაძლებელია ID ბარათის ატვირთვის გარეშე, ინვესტირების დასაწყებად კი − მინიმუმ 1 დოლარი დაგჭირდება. არჩევანიც საკმაოდ დიდია − მობილბანკში 9 000-მდე კომპანიაა ხელმისაწვდომი, რომელთა შორის ნახავ ამაზონის, ტესლას, კოკა-კოლას ან, თუნდაც, გუგლის აქციებსა და ფასიან ქაღალდებს.
სადეპოზიტო სერტიფიკატი
მობილბანკში უკვე ხელმისაწვდომია სადეპოზიტო სერტიფიკატიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 5 000 ლარზე მეტი თანხის ინვესტირების შესაძლებლობა გაქვს. ვადის დასრულებამდე სერტიფიკატის გაყიდვა ან გასხვისება შეგიძლია, ხოლო თანხას სარგებელთან ერთად ბოლოს იღებ ან შენ თვითონ ირჩევ, როდის დაგერიცხოს დამატებითი თანხა.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვს განახლებული აპლიკაცია, განაახლე და გაიმარტივე ყოველდღიურობა.