ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზებისა და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობისათვის, საქართველოს ბანკი უკვე მერვე წელია „ლიდერატორის“ პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლის პარალელურად, დააგროვონ სამუშაო გამოცდილება. ამასთან, როტაციის პრინციპით, ერთი წლის განმავლობაში საკუთარი თავი ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში გამოცადონ და გაიგონ, თუ რომელი მიმართულებაა მათ ინტერესებთან ყველაზე ახლოს. ეს კი სტუდენტებს მომავალი პროფესიის შერჩევას უმარტივებს.
ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 10 თებერვალს დასრულდება. შესაბამისად, დღის ბოლომდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ესტუმრონ ონლაინ პორტალს და შეავსონ განაცხადი.
