„საქართველოს ბანკის“ და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ნახევარფინალის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი

13 აპრილს, „სა“ და კომაროვის სკოლის ინიციატივით, STEM ოლიმპიადის თეორიული ტური გაიმართა. წელს პროექტის მხარდამჭერია ალტე უნივერსიტეტი.

STEM ოლიმპიადის ნახევარფინალში მონაწილეობა 130-ზე მეტმა სკოლამ მიიღო. პირველ ეტაპზე, თითოეული სკოლის გუნდიდან სამმა მოსწავლემ დაწერა ტესტი მათემატიკის, ორმა კი ფიზიკის მიმართულებით.

შედეგებზე დაყრდნობით კი სულ მალე გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლარომლებიც ფინალურ ტურში იასპარეზებენ.

ფინალურ რაუნდამდე გამარჯვებული გუნდები და მათი მენტორები სპეციალურ, ინტენსიური გადამზადების კურსს გაივლიან, რომელსაც კომაროვის სპეციალისტები გაუძღვებიან.

ფინალურ ტურში მოსწავლეები გუნდურად იმუშავებენ STEM დავალებების ამოხსნაზე. რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელსაც საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი – 10 000 ლარი გადაეცემა.

STEM ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვისახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნითსაქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტიასწორედ ამიტომბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსრითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშისა და გერმანიაში სწავლის დაფინანსებაიდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვასაქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge