Galt&Taggart-is 10–14 თებერვლის კვირის მიმოხილვის მიხედვით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონის ბირჟაზე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენეს, როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 52.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.20% წინა კვირასთან შედარებით და +16.55% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 222 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.85 – 53.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 40.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +14.12% წინა კვირასთან შედარებით და +34.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 873 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 34.85 – 42.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 89 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.50% წინა კვირასთან შედარებით და +10.02% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 255 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.98 – 13.12 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.
