ბიზნესის წარმატების საფუძველი შემოსავლების სწორ მართვაშია. არ აქვს მნიშვნელობა, მცირე მეწარმე ხარ, საშუალო თუ დიდ ბიზნესს ფლობ, გადახდების მიღება და მისი სწორი მენეჯმენტი ყველა შემთხვევაში შენს პრიორიტეტებს შორის იქნება. ეს მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, იმისათვის, რომ გაყიდული პროდუქტების საფასური დროულად აღრიცხო და მეორე მხრივ, დანახარჯებიც ისე აკონტროლო, რომ ყველა რისკი მინიმუმამდე დაიყვანო.
ეს ყველაფერი ქართულ რეალობაში უკვე დიდი ხანია, შესაძლებელია – საქართველოს ბანკი ბიზნესებს გადახდების მენეჯერს სთავაზობს. ესაა ერთიანი სივრცე საიდანაც შესაძლებელია, როგორც არსებული გადახდების ნახვა და მართვა, ასევე ახალი გადახდის მეთოდების მოთხოვნა და დამატება.
პლატფორმის მეშვეობით გადახდის მეთოდების მოთხოვნა და დამატება შესაძლებელია სრულად ციფრულად. თუ მხოლოდ ფიზიკური მაღაზია გაქვს და გადახდებს ადგილზევე იღებ, შეგიძლია ტერმინალი დისტანციურად მოითხოვო, ხოლო თუ პროდუქტს ან სერვისს ონლაინ ყიდი, ვებგვერდზე გადახდის ღილაკის დამატებაც მარტივად, ამავე პლატფორმიდან შეგიძლია. გადახდების მენეჯერის ვებგვერდზე დეტალურადაა ახსნილი, თუ როგორ შეიძლება დაამატო ონლაინ გადახდის მეთოდები, რომელიც მრავალფეროვანია. მათ შორისაა: